რა ხდება ცხინვალში?! - მთავარმა მარიონეტმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა - კვირის პალიტრა

რა ხდება ცხინვალში?! - მთავარმა მარიონეტმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას გაგლოევის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა