"მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ" - "ვისოლის" დირექტორი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას - ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ, - ამის შესახებ „სმარტისა“ და „ვისოლის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს შეხვედრა საცალო ქსელთან გაიმართა და საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას რაც დასჭირდებათ, მათ შორის, საწვავთან დაკავშირებითაც", -
"ინტერპრესნიუსი"