კულუარული ინფორმაცია: რა წერია გრენლადიის შესახებ შეთანხმებაში?! - კვირის პალიტრა

კულუარული ინფორმაცია: რა წერია გრენლადიის შესახებ შეთანხმებაში?!

გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივს სცემს, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Axios-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ კუნძულზე დანიის სამეფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შეთანხმებაში გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის.

გამოცემა წერს, რომ გეგმა აშშ-სა და დანიას შორის 1951 წლის „გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების“ განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატო-ს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა