საქართველოში სასტუმროს ფასები გაიზარდა
2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში.
რაც შეეხება თვის ჭრილში ფასების ცვლილებას, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ზრდა მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში დაფიქსირდა.
„2025 წლის დეკემბერში სასტუმროების საშუალო ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 245 ლარი"...