მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის სასამართლოს ესწრება - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის სასამართლოს ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა