"საქართველოში პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო" - მურთაზ ზოდელავა
საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
„საქართველოში თუ რამე აქცია ჩატარებულა და ექსცესი მომხდარა, სულ იყო ამ ფორმით, არასდროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ გასცდენია. პირველად, 20 ივნისს მოხდა, როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაჩნდა სისხლის სამართლის წესით. ამის შემდეგ, უკვე ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს, რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდა, ახლა უკვე 4-დან 6-წლამდე მუხლია. საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო, შეხლა-შემოხლით, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება",- განაცხადა ზოდელავამ.
"ინტერპრესნიუსი"