"გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი" - სუს-ი სუპერმარკეტებში შესვლაზე - კვირის პალიტრა

"გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი" - სუს-ი სუპერმარკეტებში შესვლაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.

მათივე ცნობით, სხვა ფინანსური საკითხებით აღნიშნულ შემთხვევაში არ ინტერესდებიან.

„მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“,- განუცხადეს სუს-ში „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გააავრცელა რომ სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება.

„ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“,-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა