"ცენტრალიზებული შესყიდვები ვერ შეამცირებს კორუფციას, პირიქით, გაზრდის სისტემურ რისკს" - ნიკა ჩერქეზიშვილი - კვირის პალიტრა

"ცენტრალიზებული შესყიდვები ვერ შეამცირებს კორუფციას, პირიქით, გაზრდის სისტემურ რისკს" - ნიკა ჩერქეზიშვილი

"ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი ვერ შე­ამ­ცი­რებს კო­რუფ­ცი­ას. პი­რი­ქით, გაზ­რდის სის­ტე­მურ რისკს", - ამის შე­სა­ხებ "ლელო- ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი საკ­რე­ბუ­ლო­ში, ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ცნო­ბის­თვის, შე­იქ­მნა ცენ­ტრა­ლუ­რი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ცალ­კე­უ­ლი სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს, შე­სას­ყი­დი სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის საპ­როგ­ნო­ზო ღი­რე­ბუ­ლე­ბა წლი­უ­რად 2 მი­ლი­არ­დი ლა­რია

ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი:"მე­გობ­რე­ბო, ნა­ხავ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აპი­რებს შექ­მნას ცენ­ტრა­ლუ­რი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებს. შე­სას­ყი­დი სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის საპ­როგ­ნო­ზო წლი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბად 2 მი­ლი­არ­დი ლარი და­სა­ხელ­და.

რად­გან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს (ფაქ­ტობ­რი­ვად 10 წლი­ა­ნი), გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბას ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით: და­ვი­წყოთ იმით, სწო­რია თუ არა ცენ­ტრა­ლუ­რი შემ­სყიდ­ვე­ლი უწყე­ბის შექ­მნა. თე­ო­რი­უ­ლად და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით - კი, შე­საძ­ლოა იყოს სწო­რი. ცენ­ტრა­ლუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბის ორ­გა­ნო არ­სე­ბობს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის ბევრ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ში.

მარ­ტი­ვია იმის ახ­სნა, რა არის ამ მო­დე­ლის იდეა. ობი­ექ­ტუ­რად, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს:

ა) მას­შტა­ბის ეფექტს - დიდი მო­ცუ­ლო­ბით შეს­ყიდ­ვი­სას ფასი იკ­ლებს;

ბ) სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ას - ერ­თნა­ი­რი სა­ქო­ნე­ლი/მომ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თნა­ი­რი წე­სით;

გ) ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას - სა­მი­ნის­ტრო­ებს აღარ უწევთ ათა­სო­ბით ტენ­დე­რის ცალ-ცალ­კე ჩა­ტა­რე­ბა;

დ) პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას - სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის გუნ­დი უკეთ აკე­თებს საქ­მეს, ვიდ­რე ფრაგ­მენ­ტუ­ლი უწყე­ბე­ბი. კა­ნო­ნის დო­ნე­ზე მარ­თა­ლია ისიც, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნოს შექ­მნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "სა­ჯა­რო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით. ეს კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია EU ასო­ცი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. ანუ, ფორ­მა­ლუ­რად და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად იდეა არ არის არას­წო­რი. პრობ­ლე­მა არ არის ის, რა იქ­მნე­ბა. პრობ­ლე­მაა ის, რო­გორ, ვის მიერ და რა გა­რე­მო­ში კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად რა არის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში რე­ა­ლუ­რად სა­ხი­ფა­თო. აქ თე­ო­რი­ი­დან უნდა გა­და­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში. ა) უკი­დუ­რე­სი კონ­ცენ­ტრა­ცია - 2 მი­ლი­არ­დი ლარი ერთ ცენ­ტრში.

2 მი­ლი­არ­დი ლარი წლი­უ­რად ნიშ­ნავს: სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის უზარ­მა­ზარ ნა­წილს; ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კო­ლო­სა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ერთ უწყე­ბა­ში. ეს ქმნის ერთ წერ­ტილ­ზე მორ­გე­ბულ კო­რუფ­ცი­ულ რისკს - "ვინც აკონ­ტრო­ლებს ამ ორ­გა­ნოს, აკონ­ტრო­ლებს ბა­ზარს." და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ასე­თი ორ­გა­ნო­ე­ბი: ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ძლი­ერ სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტროლს; აქვთ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი აუ­დი­ტი; მოქ­მე­დე­ბენ რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო გა­რე­მო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სამი კომ­პო­ნენ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად მოშ­ლი­ლია.

ბ. "მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი" - არაფ­რისმთქმე­ლი ფორ­მუ­ლა. ეს ფრა­ზა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კა­ში "მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი" ნიშ­ნავს: მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს; ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს; ერ­თგულ, მაგ­რამ არა და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებს. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ტექ­ნოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს პო­ლი­ტი­კურ ბერ­კე­ტად. სი­ტყვა "შე­იძ­ლე­ბა" ალ­ბათ ზედ­მე­ტი­ცაა, გარ­და­უვ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა

გ. კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი. ცენ­ტრა­ლი­ზე­ბულ ტენ­დერებს აქვთ ერთი თან­და­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მა: პა­ტა­რა და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გა­მო­რი­ცხვა. დიდ, კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ მსხვილ კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად შექ­მნის "რჩე­ულ მომ­წო­დე­ბელ­თა კლუბს“ და გა­აძ­ლი­ე­რებს ბაზ­რის ოლი­გო­პო­ლი­ზა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ეკო­ნო­მი­კა ისე­დაც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია და ბევ­რი მსხვი­ლი კომ­პა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რად ახ­ლოს დგას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­კუ­რენ­ცი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

დ. "დამ­ხმა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში" - ძა­ლი­ან სა­ში­ში და ბუნ­დო­ვა­ნი ფორ­მუ­ლი­რე­ბა. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი ნა­წი­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ: ორ­გა­ნოს შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბის მო­თხოვ­ნით შეს­ყიდ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მაგ­რამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია. რის­კი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მი­ვი­ღებთ შერ­ჩე­ვით ჩარ­თუ­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რად სა­სურ­ვე­ლი უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბას, არა­სა­სურ­ვე­ლე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას. ე. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სრუ­ლი დე­ფი­ცი­ტი. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა: ეს ორ­გა­ნო არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. იგი იქ­მნე­ბა: მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში, მთავ­რო­ბის კონ­ტროლ­ქვეშ. ეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა: პრო­კუ­რა­ტუ­რა არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი; სა­სა­მარ­თლო არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი; სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტი უკი­დუ­რე­სად სუს­ტია.

ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი ვერ შე­ამ­ცი­რებს კო­რუფ­ცი­ას. პი­რი­ქით, გაზ­რდის სის­ტე­მურ რისკს.ვ. ევ­რო­კავ­ში­რის არ­გუ­მენ­ტის მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, EU კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ასეთ ორ­გა­ნოს, მაგ­რამ EU არ ითხოვს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ამ დო­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. ის ითხოვს გამჭვირ­ვა­ლო­ბას, კონ­კუ­რენ­ცი­ას და და­მო­უ­კი­დე­ბელ კონ­ტროლს. სა­ბო­ლო­ოდ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, იდეა არის თე­ო­რი­უ­ლად სწო­რი, კონ­ტექ­სტი - უკი­დუ­რე­სად პრობ­ლე­მუ­რი. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში: გაზ­რდის კო­რუფ­ცი­ულ და პო­ლი­ტი­კურ რის­კებს; და­ა­სუს­ტებს კონ­კუ­რენ­ცი­ას; გა­აძ­ლი­ე­რებს ეკო­ნო­მი­კურ კონ­ტროლს; შექ­მნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­შიშ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ იყოს ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო და რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი, მა­შინ ეს იქ­ნე­ბო­და ტექ­ნი­კუ­რი რე­ფორ­მა. დღეს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფის მიერ ფი­ნან­სუ­რი ბერ­კე­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბას", - წერს ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი.