"გამოვლინდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე" - ჯანდაცვის სამინისტრო - კვირის პალიტრა

"გამოვლინდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება ცვლილებები რათა ფსიქოტროპული მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე, ცალკეულ შემთხვევებში კი, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.

საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს".

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა