"ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ... ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს" - თენგიზ შარმანაშვილი
ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ - აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარადგინოს.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტია, გამართავს თუ არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დებატებს.
„ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სად გინახავთ გაურკვეველი რეიტინგის მქონე ადამიანს ასე პირდაპირ ედებატა?! თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, ირაკლი კობახიძის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. რაც მთავარია, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარმოადგინოს. თუ ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანიზაციის პოზიცია თვითონ უნდა წარმოადგინოს, ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჩვენს პოზიციას ვინ წარმოადგენს. ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა, აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თავად კობახიძე გადაწყვეტს ამის გაკეთებას?! მაშინ თვითონ გააკეთებს. სხვას დაევალება ამის გაკეთება?! სხვა გააკეთებს," - განაცხადა შარმანაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"