"მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს" - ვიქტორ ორბანი - კვირის პალიტრა

"მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს" - ვიქტორ ორბანი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას უნგრეთში მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, რომ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა ორბანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა