"მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები, შეძლებისდაგვარად დატოვეთ კიევი - სიტუაცია რთულია და შეიძლება გაუარესდეს" - ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას - კვირის პალიტრა

"მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები, შეძლებისდაგვარად დატოვეთ კიევი - სიტუაცია რთულია და შეიძლება გაუარესდეს" - ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ ქალაქი, დარჩენილებმა კი საკვები, წყალი და მედიკამენტები მოიმარაგონ, რადგან „სიტუაცია რთულია, მაგრამ შესაძლოა გაუარესდეს“.

„მივმართავ მაცხოვრებლებს და გულწრფელად ვამბობ: სიტუაცია უკიდურესად რთულია და შესაძლოა ეს ყველაზე ცუდი მომენტი არ იყოს. მოიმარაგეთ საკვები, წყალი და აუცილებელი მედიკამენტები. თუ ვინმეს კიდევ აქვს ქალაქგარეთ გამგზავრების ვარიანტი, სადაც საკვებისა და გათბობისთვის ალტერნატიული წყაროებია, უარი არ თქვათ“, - აცხადებს კლიჩკო.

მისი თქმით, კიევი, ენერგეტიკის სფეროში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ რუსები გააგრძელებენ ქალაქისა და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, სხვადასხვა სცენარზე რეაგირებისთვის ემზადება.

კლიჩკო დამსაქმებლებს მოუწოდებს, დანერგონ მოქნილი სამუშაო გრაფიკი და, სადაც შესაძლებელია, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა