"დიდი ფიქრის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ესპანეთი "მშვიდობის საბჭოში" არ გაწევრიანდება" - ესპანეთის პრემიერი - კვირის პალიტრა

"დიდი ფიქრის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ესპანეთი "მშვიდობის საბჭოში" არ გაწევრიანდება" - ესპანეთის პრემიერი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ვაფასებთ მიწვევას, მაგრამ უარს ვამბობთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე“, - აღნიშნა სანჩესმა.

მისი განმარტებით, ესპანეთის მთავრობა ამას თანმიმდევრულად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემასთან და საერთაშორისო სამართალთან მრავალმხრივი წესრიგისადმი ვალდებულებების შესაბამისად აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა