"მთელი სახე დასერილი ჰქონდა... დედას არ ვაჩვენეთ - შემეშინდა, რომ ვერ გაუძლებდა" - რა მოხდა ყაზახეთში?
11 იანვარს შიმკენტში 21 წლის ნურაი სერიკბაი სასტიკად მოკლეს. ეჭვმიტანილმა, 28 წლის მამაკაცმა, მანამდე, ოქტომბერშიც გაიტაცა გოგონა. ამის შემდეგ ის დევნას არ წყვეტდა და ნურაის მოსვენებას არ აძლევდა. ოჯახმა პოლიციას მიმართა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. დღისით, მზისით, ქუჩაში 21 წლის გოგონას მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
გამოცემა Qaz365.kz გარდაცვლილის ბიძას, საგიმბეკ ალიმჟანს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის საზარელი დეტალები გაამჟღავნა.
მკვლელობის დღე: "ტორტს აცხობდა და ფქვილის საყიდლად გავიდა"
“ნურაი ოჯახში უმცროსი შვილი იყო, მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. ტრაგედიის ღამეს სახლში მხოლოდ დედასთან ერთად იმყოფებოდა - მამა სამსახურში იყო, ძმა კი საღამოს სამსახურში წავიდა.
იმ საღამოს ნურაი სახლში მშვიდად აცხობდა ტორტს, მაგრამ როდესაც ფქვილი გაუთავდა, მაღაზიაში გავიდა. ბიძის თქმით, გატაცების შემდეგაც კი, ეჭვმიტანილი აიმახან შერხანი გოგონას დევნას არ წყვეტდა. მეტიც, არსებობს თვალთვალის დამამტკიცებელი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ის თავისი ავტომობილით (Hyundai Mufasa, ნომრით 015) გოგონას სახლთან მორიგეობდა. გააგრძელეთ კითხვა