"ფასების შემცირება შესაძლებელია" - "აგროჰაბის" დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი - კვირის პალიტრა

"ფასების შემცირება შესაძლებელია" - "აგროჰაბის" დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია.

„ეს [ფასები] არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, ფასების შემცირება შესაძლებელია. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვანაირად არის, რადგან ლოჯისტიკური და სხვადასხვა ხარჯი არსებობს”,- განაცხადა, შპს „მზიურისა" და შპს „აგროჰაბის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა