მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალს სამხედრო ტექნიკა გადასცა,რაც უკრაინაში მებრძოლმა რუსმა სამხედროებმა გააპროტესტეს...
რუსეთის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ 40 ერთეულზე მეტი ახალი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გადასცა, რისი დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.
გადაცემული რუსული სამხედრო ტექნიკა საბრძოლო ჯავშანტექნიკა არ არის და ის ძირითადათ შედგება „ურალის“ ტიპის სატვირთო ავტომობილებისგან და „უაზის“ ტიპის პიკაპებისგან (მათ ძარაზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევებითა და ავტომატური ყუმბარსატყორცნებით), ხოლო ნაჩუქარი შეიარაღება კი ცეცხლსასროლი იარაღია.
ამით რუსეთმა ერთგვარი პიარული ნაბიჯი გადადგა იმის საჩვენებლად, რომ არ დავიწყებია მის მიერვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „გამაგრებული“ ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმი და ზრუნავს მათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე...
წესით ამას უნდა მოჰყვეს ოფიციალური პროტესტი საქართველოს ხელისუფლებისგან, თუმცა მანამდე რუსული სამხედრო ტექნიკის ოსი სეპრატისტებისთვის გადაცემის ფაქტი... უკრაინის ფრონტზე მებრძოლმა რუსი სამხედროების ნაწილმა გააპროტესტა სოციალურ ქსელებში...
- "უკრაინის ფრონტზე წინა ხაზის მოსამარაგებლად მანქანები არ გვყოფნის, ცხენებისა და ვირების ამარაზე დავრჩით და სადღაც ცხინვალში ოსებს ახალ „ურალებსა“ და „უაზებს“ ჩუქნით?" -სოციალურ ქსელებში არ დამალეს გაბრაზება საკუთარ თავდაცვის სამინისტროზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა ფრონტის ხაზიდან...