"როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ, არ იქნება გასაკვირი თუ ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე უმძიმესი განცხადებები გაჟღერდება - გამოსავალი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ცვლილებებია" - კვირის პალიტრა

"როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ, არ იქნება გასაკვირი თუ ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე უმძიმესი განცხადებები გაჟღერდება - გამოსავალი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ცვლილებებია"

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მთავარი მოთხოვნა ერთიანობა და გამარჯვების მიღწევაა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ერთიანობისთვის, რათა შესრულდეს ხალხის დაკვეთა - ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან და განვითარდეს კეთილდღეობისკენ.

კაპანაძის განცხადებით, ვინც უარს იტყვის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა არის ერთიანობა და გამარჯვების მიღწევა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ჯგუფებმა და აქტიურმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანობისთვის, რათა შევასრულოთ ხალხის დაკვეთა - ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან და ქვეყანა წავიყვანოთ კეთილდღეობისაკენ. ვინც ამ გაზზე უარს იტყვის ხალხისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დაეკისრება მას. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს , მჯერა რომ შესაძლებელია ერთობა და გამარჯვების მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, საზოგადოება დეტალურად და სრულად იქნება საქმის კურსში“,- განაცხადა კაპანაძემ.გააგრძელეთ კითხვა