მუხრანში ორი ადამიანი ავტომობილში ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

მუხრანში ორი ადამიანი ავტომობილში ჩაცხრილეს

მუხრანში ორი პირი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილში ჩაცხრილეს და სავარაუდოდ, ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.