ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მიმართავს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ნორმები, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიისთვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს - კვირის პალიტრა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მიმართავს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ნორმები, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიისთვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მედიის მუშაობის მიმართულებით დაწესებულმა შეზღუდვებმა „უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში“.

„2025 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებებს აეკრძალათ ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა არა მხოლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოების შენობებსა და ეზოებშიც.

ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რესპონდენტები - ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. გააგრძელეთ კითხვა