"ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა. შრი-ლანკაზე, ქორწილში ახლობლები სამი დღით ჩავიყვანეთ... ბუდისტი ბერები მოვიდნენ ჩვენს დასალოცად" - თბილისელი გოგონას ფილ - კვირის პალიტრა

"ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა. შრი-ლანკაზე, ქორწილში ახლობლები სამი დღით ჩავიყვანეთ... ბუდისტი ბერები მოვიდნენ ჩვენს დასალოცად" - თბილისელი გოგონას ფილმი-ქორწილი შრი-ლანკაზე

"ყველაზე ზღაპრული ცერემონია მივიღეთ ტროპიკულ ბაღში, პალმებში და ულამაზესად განათებულ ადგილას. არსად შემხვედრია საქორწილო ცერემონია ღამე. ყველაზე კარგი იყო, როდესაც ფორმალური ნაწილის მერე ბუდისტი ბერები მოვიდნენ ჩვენს დასალოცად", - ამბობს ალექსანდრა კორე...

იგი თავისი საინტერესო ლავსთორის და ზღაპრული ქორწილის შესახებ გვიამბობს:

ongoead-1769280930.jpg

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ოქროს უბანში. ჩემი ოჯახი აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს უკვე 200 წელია, ანუ მე მეხუთე თაობა ვარ. დედაჩემი ფილოლოგია, ხოლო მამა ინჟინერი იყო. დავამთავრე რუსული სკოლა და შემდგომ ჩავაბარე კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტში, სადაც ვისწავლე ჩინური ენა.

xry7l62w-1769281066.jpg

- სადაური წარმოშობის ხართ?

- წარმოშობით ვარ ბელორუსი და ინგლისელი - მამის მხრიდან, რუსი კი დედის მხრიდან.

გი პორტუგალიელი პილოტების ოჯახში დაიბადა ანგოლაში. დედამისი იყო ერთ-ერთი პირველი პორტუგალიელი ქალი პილოტი. შემდეგ დაბრუნდნენ პორტუგალიაში, სადაც დაამთავრა airforce და დაიწყო TaP-ში მუშაობა. შემდეგ გადავიდა ავიაკომპანიაში Emirates, სადაც არის ხომალდის მეთაური, უკვე 14 წელია. მაგრამ გარდა ამისა, კოვიდის პერიოდში დაიწყო ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა სამხრეთ შრი-ლანკაზე.

t8ywg24h-1769281034.jpg

ერთმანეთი გავიცანით შრი-ლანკაზე 2 წლის წინ, პარასკევს საღამოს ტროპიკულ ბარში. აღსანიშნავია, რომ მე იმ საღამოს გადავწყვიტე მანდ წასვლა, რადგან ქართველი დიჯეი უკრავდა. საინტერესო ისაა, რომ ჩემთვის ეს მეორე ქორწინებაა და პირველი ქმარიც პილოტი იყო. ასევე საინტერესო ისაა, რომ შეხვედრისას გამეცნო როგორც „ჰოსფიტალითი“ სფეროში დაკავებული ადამიანი. ურთიერთობის მესამე დღეს ვკითხე, იმ დღეს ბარში ავიაკომპანია რატომ ახსენე მეთქი, ხმამაღალი მუსიკა იყო და ვერ გავიგე და პილოტი ვარო გამომიცხადა. იმ წამსვე ვიფიქრე, ვერაფერი გამოვა-მეთქი, ერთ წყალში ორჯერ არ შედიან… თუმცა მოწონებამ გადაწონა...

ბარშივე მითხრა, რომ სასტუმრო ააშენა. ვუთხარი, ისეთი ვერ იქნება, რომ გავოცდე-მეთქი და სანაძლეო დავდეთ, რომ წაგვიყვანდა მე და ჩემს დაქალს, თუ ყბა არ ჩამოგვივარდებოდა და იქვე არ ვაღიარებდით, რომ great gatsby-ის სასახლეს ჰგავს, საჭმელს და სასმელს ჩვენ გადაგვახდევინებდა. მის სეილონში მოხვედრისას ემოციები ვერ შევიკავეთ და კოქტეილები ჩვენი გადასახდელი გახდა.

qxxatgbl-1769281002.jpg

ჩვენი ურთიერთობა კი გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ პილოტია. რა თქმა უნდა, არ მოველოდი, რომ ასე მალე დავქორწინდებოდი მეორედ, თანაც კვლავ პილოტზე. გი ჩემზე უკეთესი მზარეულია, მიუხედავად იმისა, რომ მასტერშეფი მე ვარ... ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა, რასაც ვერც ერთი მხარე ვერ გრძნობს და რასაც "ეიჯ გეფს" კი არა და "ვისდომ გაპს" ვუწოდებთ. ორივეს მოგვწონს ძალიან დევიდ სტეტჰემის და როუზი ჰანტინგტონ უაიტლის წყვილი და ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არაფერია. წარმოუდგენელი კავშირი გვაქვს.

- გვიამბეთ თქვენს ქორწილზე, რომელზეც ამბობენ, რომ უფრო ფილმს ჰგავდა.

- რა თქმა უნდა, ქორწილი ტარდებოდა მის სეილონის სასტუმროში, სადაც ჩვენი ახლობლები ჩამოვიყვანეთ 3 დღით.

60ra6y58-1769280969.jpg

არ გვქონდა დაგეგმილი ცერემონია მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა დღისით წვიმდა და გადავწყვიტეთ, დრო მიგვეცა ბუნებისთვის და ჩვენი თავებისთვის. მზის ჩასვლის შემდეგ წვიმა შეწყდა და ყველაზე ზღაპრული ცერემონია მივიღეთ ტროპიკულ ბაღში, პალმებში და ულამაზესად განათებულ ადგილას. არსად შემხვედრია საქორწილო ცერემონია ღამე. ყველაზე კარგი იყო, როდესაც ფორმალური ნაწილის მერე, ბუდისტი ბერები მოვიდნენ ჩვენს დასალოცად.

ფოტოები ალექსანდრე ბაგრატიონის

(სპეციალურად საიტისთვის)