ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ვრცელდება ცნობები რამდენიმე ადამიანის მსუბუქად დაშავების შესახებ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"