2025 წლის „აფრიკის ერთა თასი“ ანუ სიგიჟეები შავი კონტინენტიდან
1957 წელს მხოლოდ სამი გუნდის (ეგვიპტე, სუდანი და ეთიოპია) მონაწილეობით დაწყებული ტურნირი დღეს უკვე 24 ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც კონტინენტის უმაღლესი ტიტულისთვის იბრძვიან, რომელსაც სახელად "აფრიკის ერთა თასი" ჰქვია.
"აფრიკის ერთა თასი" უკვე ექვს ათეულ წელზე მეტია აფრიკული ფეხბურთის გულისცემა და სიმბოლოა. ეს ტურნირი სავსეა დრამით, მეტოქეობითა და ნიჭით. აფრიკის თასს ბევრი ლეგენდა უნახავს მწვანე მოედანზე, მაგალითად, დიდიე დროგბა, სამუელ ეტოო და სხვები.…ის ერთ-ერთი პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირია, კულტურისა და ერთიანობის ნამდვილი ზეიმი მთელ აფრიკულ კონტინენტზე.
ყველაზე მეტი მარცხი ფინალში
განას "შავი ვარსკვლავები" ფლობენ სამწუხარო რეკორდს "აფრიკის ერთა თასის" ფინალებში ყველაზე მეტი მარცხით - მათ ცხრა ფინალურ შეხვედრაში ხუთჯერ წააგეს. მათ მოსდევს ნიგერიის "სუპერარწივები", რომლებმაც ფინალში გასვლის შვიდი მცდელობიდან ოთხჯერ განიცადეს მარცხი.

ჩემპიონი მწვრთნელის რანგში
ერვე რენარს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ქალთა ნაკრებს ხელმძღვანელობს, "აფრიკის ერთა თასის (AFჩON) ისტორიაში უნიკალური ადგილი უკავია - ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ტურნირის მოგება ორ სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად მოახერხა. პირველი გამარჯვება 2012 წელს ზამბიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობისას იზეიმა, ხოლო 2015 წელს მან კოტ-დივუარის ნაკრები გამარჯვებამდე მიიყვანა.
ყველაზე ახალგაზრდას ყველაზე "ახალგაზრდული" გოლი
"აფრიკის ერთა თასის" ისტორიაში შივა ნზიგუს ეკუთვნის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული.
მხოლოდ 16 წლისა და 93 დღის ასაკში მან გაბონის ნაკრებში დებიუტი შეასრულა და 2000 წლის აფრიკის "ერთა თასზე" სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მატჩშიც კი შეძლო გოლის გატანა. ამ გოლმა მოუტანა ნზიგუს ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანის წოდება.
ყველაზე მეტი გოლი
ლორან პოკუს გამორჩეული თამაში ნამიბიის ნაკრებში 1970 წელს მართლაც დასამახსოვრებელია. მან ეთიოპიის წინააღმდეგ 6:1 გამარჯვებაში საოცარი ხუთი გოლი გაიტანა, რითაც საკუთარი ბომბარდირული ოსტატობა წარმოაჩინა და ამ დაუვიწყარ შეხვედრაში გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ტურნირის ბომბარდირი
ლეგენდარული სამუელ ეტოო ფლობს "აფრიკის ერთა თასის" (AFჩON) ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის რეკორდს - 18 გოლი.
ყველაზე მეტი მატჩი ტურნირზე
რიგობერტ სონგი, კამერუნის ყოფილი მცველი, "აფრიკის ერთა თასის" ისტორიაში ყველაზე მეტ თამაშში მონაწილეობის რეკორდის მფლობელია - მან 36 მატჩი ჩაატარა.
ყოველი გათამაშება ახალ გმირებს, დაუვიწყარ გოლებს, ემოციურ გამარჯვებებსა და მოულოდნელ მატჩებს გვთავაზობს. თუმცა ზედაპირს მიღმა იმალება ისტორიის საოცარი საგანძური სავსე იმ მომენტებით, რომლებიც ბევრ გულშემატკივარს არასდროს უნახავს.
"აფრიკის ერთა თასმა" (AFჩON) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი ვარსკვლავების საერთაშორისო კარიერის დაწყებაში, როგორიც არიან იაია ტურე, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე.
ამ ტურნირის მატჩები ცნობილია გულშემატკივართა საოცარი ქომაგობით, მუსიკითა და სტადიონებზე ცოცხალი და ფერადი ატმოსფეროთი, რაც აფრიკული ტრადიციებისა და კულტურის უდავო ნაწილია.
თუმცა AFჩON მხოლოდ მოედანზე განვითარებულ დრამას არ ეხება. მათთვის, ვისაც ფეხბურთის მენეჯმენტი ან მარკეტინგი აინტერესებს, ეს ტურნირი წარმოადგენს საერთაშორისო სპორტის, მოთამაშეთა განვითარებისა და ღონისძიებების ორგანიზების საინტერესო საკვლევ მაგალითს.
მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა აფრიკული ფეხბურთის დიდი ხნის გულშემატკივარი თუ ახალი მაყურებელი, ისტორიები, რომლებიც "აფრიკის თასს" ეხება, ნამდვილად არც ერთ სხვა ტურნირს არ ჰგავს: სპეკულაციები გაყიდული მატჩების შესახებ, მსაჯების მოსყიდვა და მეტიც, შამანებისა და ჯადოქრების მონაწილეობაც კი ჩვეულებრივი რამ არის "აფრიკის თასის" მაყურებელთათვის.
ტურნირი მრავალი უნიკალური ფაქტით გამოირჩევა. მხოლოდ ეგვიპტემ, განამ და სამხრეთ აფრიკამ მოახერხეს მისი მოგება, როგორც დებიუტანტებმა.
ეგვიპტე რეკორდულად შვიდჯერ არის ჩემპიონი, კამერუნს ხუთი ტიტული აქვს, ხოლო განას - ოთხი. ტურნირი 1957 წელს მხოლოდ სამი გუნდით დაიწყო და დროთა განმავლობაში 24 გუნდამდე გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია რეკორდები: ესამ ელ-ჰადარი - ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (44 წელი) და ნდაიე მულამბა -— ერთ ტურნირზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი (9 გოლი 1974 წელს);
ჰერვე რენარი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც "აფრიკის ერთა თასი" ორ სხვადასხვა ნაკრებთან ერთად მოიგო: ზამბიასთან 2012 წელს და კოტ-დივუართან ერთად 2015 წელს.
ტურნირის კენტ წლებში ჩატარებამ თავიდან აიცილა მსოფლიო ჩემპიონატთან გადაკვეთა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის კულტურულ მნიშვნელობასა და მდიდარ საფეხბურთო ისტორიას.
2025 წლის "აფრიკის ერთა თასი" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ტურნირად იქცა.
მასპინძელი მაროკოს გულშემატკივრები და თავად მოთამაშეების ქმედებებიც კრიტიკას ვერ უძლებდა და ფინალიც ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც უნდა იყოს საჩემპიონო მატჩი.
რა მოხდა "აფრიკის თასზე"
სენეგალის ნაკრებმა, მეტსახელად "ტერანგას ლომებმა"” მასპინძელი ქვეყანა მაროკო ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და 18 იანვარს, რაბათში მდებარე პრინც მულაი აბდელას სახელობის სტადიონზე აფრიკის თასი მოიპოვეს.
მას შემდეგ, რაც ელ-ჰაჯი მალიკ დიუფმა საჯარიმოში "რეალ-მადრიდის" ვარსკვლავი ბრაჰიმ დიასი წააქცია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე მიუთითა.
ამის შემდეგ ქაოსი დაიწყო: სენეგალის მთავარი მწვრთნელი პროტესტის ნიშნად მოედნის დატოვებას, ხოლო გულშემატკივრები მოედანზე შეჭრას ცდილობდნენ, სანამ დაცვის თანამშრომლებმა ისინი არ შეაჩერეს. სენეგალის სასტარტო შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი გასახდელისკენ გაემართა პროტესტის ნიშნად, რადგან თერთმეტმეტრიანი პენალტი უსამართლობად ჩათვალეს, სადიო მანეს გამოკლებით, მაშინ, როცა შემცვლელები და ოფიციალური პირები მოედანზე შეიკრიბნენ. ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა მოგვიანებით თანაგუნდელებს დაუძახა: "დაბრუნდით, ჩვენ ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ” და მოუწოდა მატჩი გაეგრძელებინათ 20 წუთზე მეტი ხნის შეყოვნების შემდეგ.
მეორე ტაიმის შემდეგ კომპენსირებულ 24-ე წუთზე ბრაჰიმ დიასს ჰქონდა შესაძლებლობა მშობლიური ქვეყნის ლეგენდებს შორის საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაეწერა, თუმცა მისი "ეშმაკური” ჩანაფიქრი" და მისი შესრულებული "პანენკას" სტილის პენალტი "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ ედუარდ მენდიმ მოიგერია, რის შედეგადაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა, იქ კი "ვილიარეალის" ნახევარმცველმა პაპ გეიმ სენეგალის გამარჯვების გოლი გაიტანა.
საკუთარი ქვეყნის მარცხით უკმაყოფილო მაროკოელმა პარლამენტარმა ორგზის AFCON-ის ჩემპიონ სენეგალს ბრალი დასდო, რომ ბრაჰიმ დიასის პენალტის შესრულებამდე გასახდელში სენეგალელმა მსაჯზე გაბრაზებულმა ფეხბურთელებმა "შავ მაგიას"” მიმართეს.
მაროკოელმა დეპუტატმა ასევე მოითხოვა არბიტრ ჟან-ჟაკ ნდალას დაპატიმრება მატჩის გაგრძელებისთვის. მისი განმარტებით, მსაჯს მატჩი უნდა დაესრულებინა მას შემდეგ, რაც სენეგალელებმა მოედნის მოულოდნელად დატოვება გადაწყვიტეს.
ნიკოლოზ თევდორაშვილი