"დეკლარაციებზე ხელის მოწერის არ მჯერა, მჯერა იმის, თუ შედგება ერთიანობა: ერთიანი გუნდით, ერთიანი სტრუქტურით" - პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციის ერთიანობაზე - კვირის პალიტრა

"დეკლარაციებზე ხელის მოწერის არ მჯერა, მჯერა იმის, თუ შედგება ერთიანობა: ერთიანი გუნდით, ერთიანი სტრუქტურით" - პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციის ერთიანობაზე

"შეთანხმება", "დეკლარაციებზე ხელის მოწერა" - ასეთი რაღაცების არ მჯერა - ხალხი რომ იტყვის: "ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი", მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციურ ერთობად შეიძლება განხილული იყოს ის ერთობა, რომლის მიმართაც ამომრჩეველს აქვს სანდოობა და ამყარებს იმედებს.

"ოპოზიციური ერთობა, რასაც ჰქვია, მხოლოდ ის ერთობა შეიძლება იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური ერთობა, რომელზეც ამომრჩეველი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ, აი, ეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდი მოდის ხელისუფლებაში, რომლის მიმართაც გვაქვს სანდოობა, ვამყარებთ იმედებს, მკაფიოდ არის გამოკვეთილი ლიდერშიფი, აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მომავალზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ეს არის ერთობა, კონსოლიდირებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ალტერნატივას. დანარჩენი, კოორდინირებები, საერთო მაგიდის გარშემო დავსხდეთ, ვისაუბროთ, შემდეგ ეს გავაპიაროთ და რამდენიმე ხანში ეს კვლავ ყველას მიავიწყდეს, შეთანხმება, დეკლარაციებზე ხელის მოწერა - ასეთი რაღაცების მე არ მჯერა. მე მჯერა იმის, რომ თუ შედგება ერთიანობა, ერთიანი გუნდი ერთიანი სტრუქტურით, კონკრეტული ალტერნატივის განსახიერება ამომრჩევლის თვალში. ხალხი რომ იტყვის, ამ ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი, მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა.

დანარჩენი არის უბრალოდ რაღაცა, რამდენიმე დღით გასაშუქებლად, თქვენც მასალა გქონდეთ და სხვებიც ბედნიერები იყვნენ, რომ დავსხედით და ვილაპარაკეთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა