"პროდუქტის ფასს მაღაზიების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი „ქეშბექი“ აძვირებს" - კომპანია "ფრიქსის" დამფუძნებელი - კვირის პალიტრა

"პროდუქტის ფასს მაღაზიების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი „ქეშბექი“ აძვირებს" - კომპანია "ფრიქსის" დამფუძნებელი

ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში მწარმოებლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც მწარმოებლები აცხადებენ, წარმოებული პროდუქტის ფასს, მაღაზიების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი „ქეშბექი“ აძვირებს.

„უნდა მოხდეს ქსელების მარჟის გადახედვა. მათი მომგებიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა, ისე როგორც დისტრიბუტორებმა, მაქსიმალური ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, ახლა ქსელების ჯერია, რომ გადახედონ მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს, ეს კი ფასების კლებას გამოიწვევს. მათი „ქეშბექი“ 20 პროცენტიდან დაახლოებით 45 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს იწვევს ფასების ზრდას“, - განაცხადა კომპანია „ფრიქსის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ქურდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა