აშშ-ში ზამთრის შტორმმა 11 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

აშშ-ში ზამთრის შტორმმა 11 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ში ზამთრის შტორმისგან გამოწვეული ძლიერი ყინვის გამო სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ადამიანები დაიღუპნენ კანზასში, ნიუ-იორკში, ტეხასში, ლუიზიანაში, მიჩიგანსა და ტენესში.

ყინულისგან გამოწვეული დაზიანების გამო, 800 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა 17 000-ზე მეტი ავიარეისი. ვირჯინიასა და კენტაკის შტატებში ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზებზე ავარიის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

"ინტერპესნიუსი"

განაგრძე კითხვა