სუს-თან, მანქანაში იარაღით მიყენებული ჭრილობით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი იპოვეს...მას თან ჰქონდა წერილი - რას აცხადებს პროკურატურა - კვირის პალიტრა

სუს-თან, მანქანაში იარაღით მიყენებული ჭრილობით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი იპოვეს...მას თან ჰქონდა წერილი - რას აცხადებს პროკურატურა

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა