მუხრანში ორი მამაკაცის ჩაცხრილვის საქმე - პოლიციამ 2 პირი დააკავა - კვირის პალიტრა

მუხრანში ორი მამაკაცის ჩაცხრილვის საქმე - პოლიციამ 2 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ზურა სანამაშვილის და გია ქილარჯიანის მკვლელოობაში ბრალდებული პირები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა