"ჩვენ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ... ჩვენს შემთხვევაში ფასს დისტრიბუცია აძვირებს" - ნიზნესმენი ბიძინა გონაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩვენ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ... ჩვენს შემთხვევაში ფასს დისტრიბუცია აძვირებს" - ნიზნესმენი ბიძინა გონაშვილი

გამოსავალია ის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და მოხდეს ფასების რეგულირება, - ამის შესახებ კომპანია „წერტის“ დამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა განაცხადა.

ბიძინა გონაშვილის თქმით, მათ შემთხვევაში ფასს არა ქსელური მარკეტების „ქეშბექი“, არამედ დისტრიბუცია და ქვეყანაში პროდუქციის წარმოების მცირე მასშტაბი აძვირებს.

„გამოსავალია ის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და მოხდეს ფასების რეგულირება.

ჩვენ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ და ამ მიმართულებით ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა გაიზარდოს. ჩვენს შემთხვევაში „ქეშბექი“ პრობლემა არ არის. ჩვენს შემთხვევაში ფასს დისტრიბუცია აძვირებს, ასევე მასშტაბიც არ არის ქვეყანაში, რაც ასევე პრობლემას ქმნის“, - განაცხადა ბიძინა გონაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა