ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა - კვირის პალიტრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.

პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

"ინტერპრესნიუსი"