"სანამ არ ჩამოხვალ არ მოვკვდები, უნდა ვიცოცხლო შენ ჩამოსვლამდეო!" - ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სამწუხარო ინფორმაციაზე წერს - კვირის პალიტრა

"სანამ არ ჩამოხვალ არ მოვკვდები, უნდა ვიცოცხლო შენ ჩამოსვლამდეო!" - ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სამწუხარო ინფორმაციაზე წერს

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა ტოჩინოშინს ბებია გარდაეცვალა .

"ყოველ დარეკვაზე სულ მპირდებოდი, სანამ არ ჩამოხვალ არ მოვკვდები, უნდა ვიცოცხლო შენ ჩამოსვლამდეო!

მაპატიე ბებო, ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი, უფალს ებარებოდეს შენი ტკბილი სული" - წერს ლევან გორგაძე და ვიდეოს ავრცელებს.