"თმა საერთოდ აღარ მაქვს - არც ჭაღარა და არც არანაირი“ - მარგარიტა სიმონიანი სიმსივნის მკურნალობასა და ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს გადის. მას შემდეგ, რაც 2025 წლის ზაფხულში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - გარდაიცვალა მისი მეუღლე, ტიგრან კესოიანი. მისი თქმით, ახლა ის ცდილობს ცხოვრება ნამსხვრევებისგან ააწყოს და ამ გზაზე საკუთარ გარეგნობაზე ირონიით საუბარსაც არ ერიდება.
"თმა აღარ მაქვს, სამაგიეროდ პარიკია ჭაღარა“სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე გამომწერებს გაუზიარა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ შეცვალა იგი დაავადებასთან ბრძოლამ. ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჭაღარა თმით, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.
"არასდროს მქონია ჭაღარა თმა, ამიტომაც არ ვიღებავდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა მოწითალო ფერის მოსინჯვა. სულ ველოდებოდი, როდის დავიწყებდი გაჭაღარავებას. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თმა საერთოდ აღარ მაქვს - არც ჭაღარა და არც არანაირი, სამაგიეროდ, ჩემი პარიკია ჭაღარა შერეული“, - წერს სიმონიანი.
ბრძოლა გადარჩენისთვის სიმონიანი მომხდარს ფილოსოფიურად უყურებს.