"თმა საერთოდ აღარ მაქვს - არც ჭაღარა და არც არანაირი“ - მარგარიტა სიმონიანი სიმსივნის მკურნალობასა და ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"თმა საერთოდ აღარ მაქვს - არც ჭაღარა და არც არანაირი“ - მარგარიტა სიმონიანი სიმსივნის მკურნალობასა და ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს გა­დის. მას შემ­დეგ, რაც 2025 წლის ზა­ფხულ­ში სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - გარ­და­იც­ვა­ლა მისი მე­უღ­ლე, ტიგ­რან კე­სო­ი­ა­ნი. მისი თქმით, ახლა ის ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან აა­წყოს და ამ გზა­ზე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ირო­ნი­ით სა­უ­ბარ­საც არ ერი­დე­ბა.

"თმა აღარ მაქვს, სა­მა­გი­ე­როდ პა­რი­კია ჭა­ღა­რა“სი­მო­ნი­ან­მა სა­კუ­თარ Telegram-არხზე გა­მომ­წე­რებს გა­უ­ზი­ა­რა ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ შეც­ვა­ლა იგი და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლამ. ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჭა­ღა­რა თმით, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სულ სხვაგ­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა.

"არას­დროს მქო­ნია ჭა­ღა­რა თმა, ამი­ტო­მაც არ ვი­ღე­ბავ­დი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მინ­დო­და მო­წი­თა­ლო ფე­რის მო­სინ­ჯვა. სულ ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის და­ვი­წყებ­დი გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ თმა სა­ერ­თოდ აღარ მაქვს - არც ჭა­ღა­რა და არც არა­ნა­ი­რი, სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი პა­რი­კია ჭა­ღა­რა შე­რე­უ­ლი“, - წერს სი­მო­ნი­ა­ნი.

ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის სი­მო­ნი­ა­ნი მომ­ხდარს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად უყუ­რებს.

გააგრძელეთ კითხვა