ხელვაჩაურში, კერძო სახლთან 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ხელვაჩაურში, კერძო სახლთან 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში 55 წლის და-ძმის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. რა დაზიანებები აქვთ მათ, ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენ ვცადეთ მეტი დეტალების გარკვევას და დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ აჭარის აღმათში.

სულხან ფარტენაძემ ფაქტი დაგვიდასტურა, თუმცა გვითხრა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

"ექსპერტიზაზე არიან გადასვენებული, ვერაფერს გეტყვით", გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

მეტი დეტალის გარკვევას ვცდილობთ და ახალ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

(სპეციალურად საიტისთვის)