"სოსოს დედა გვიყვებოდა, - ოპერაცია გაიკეთა, წონაში დაიკლო და ახლა კარგად არისო. თავი რატომ უნდა მოეკლა, როდესაც ბედნიერი ოჯახი ჰქონდა?" - კვირის პალიტრა

"სოსოს დედა გვიყვებოდა, - ოპერაცია გაიკეთა, წონაში დაიკლო და ახლა კარგად არისო. თავი რატომ უნდა მოეკლა, როდესაც ბედნიერი ოჯახი ჰქონდა?"

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის, 52 წლის სი­მონ (სოსო) წა­ქა­ძის ცხე­და­რი 26 იან­ვარს, სუს-ის შე­ნო­ბას­თან, "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ნა­ხეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში ნა­ხეს წე­რი­ლიც, თუმ­ცა მისი ში­ნა­არ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხმა­ურ­დე­ბა.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი დღეს დი­ლით სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლილს თან ჰქონ­და და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გვერ­დი­თა სა­ვარ­ძელ­ზე იქნა ნა­ნა­ხი. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი და ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და."რაც შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­კე­თა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია, და­იკ­ლო ათე­უ­ლო­ბით კი­ლოგ­რა­მი, ამის გამო ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც. რაც იკ­ვე­თე­ბა ახლა და ვი­ცით თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან - ის ადრე მო­ვი­და დი­ლით სამ­სა­ხურ­ში, რო­გორც ჩანს, აიღო ია­რა­ღი, გა­ვი­და სამ­სა­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და თა­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნის გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე და­ტო­ვა წე­რი­ლი. ეს არის მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია. სხვა დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს", - ამ­ბო­ბენ სუს-ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუს-მა და­მა­ტე­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ­ზე და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. “კი­დევ ერთხელ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რის, სი­მონ წა­ქა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტრა­გე­დია და და­ნაკ­ლი­სია ჩვენ­თვის. სი­მონ წა­ქა­ძე 2015 წლი­დან მუ­შა­ობ­და ჩვენს სამ­სა­ხურ­ში და იყო ღირ­სე­უ­ლი, გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბი­თა და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. უმ­ძი­მეს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან ვრცელ­დე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის ტკი­ვილს. უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან და პა­ტი­ვი სცენ გარ­დაც­ვლი­ლის ხსოვ­ნას”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბუ­ნებ­რი­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რის ირ­გვლივ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბია და ეჭ­ვე­ბია - მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გან­ხილ­ვის სა­კი­თხი გახ­და და ახლა ელო­დე­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას. სოსო წა­ქა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­ო­რე სვი­რი­დან იყო. მას და მის ოჯახს მთე­ლი სო­ფე­ლი იც­ნობს და ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს. გარ­დაც­ვლი­ლი უკვე მი­ას­ვე­ნეს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში და ოჯა­ხი სამ­ძი­მარს იღებს. თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ძა­ლი­ან უკ­ვირთ მომ­ხდა­რი, ამ­ბო­ბენ, რომ მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუხს გა­მო­ძი­ე­ბის­გან ელო­დე­ბი­ან. მათი თქმით, სოსო დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო. რა წე­რია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან და­ტო­ვა, ამის გარ­კვე­ვას ყვე­ლა ცდი­ლობს.ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წა­ქა­ძე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, თუმ­ცა ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს.

გააგრძელეთ კითხვა