ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა: "ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე" - რას ამბობს მერის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა: "ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე" - რას ამბობს მერის წარმომადგენელი?

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა.

დანაშაული გულიევების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სპანდიარ გულიევმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ამბობენ, მომხდარს წინ უძღვოდა კონფლიქტი. ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.

“ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე. გიდასტურებთ, რომ მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ჩაიდინა სპანდიარ გულიევმა, მოკლა ცოლი. რატომ მოკლა, ეს ჯერ არ ვიცი. მალე ვიქნები იქ და მეტი დეტალი მოგვიანებით მეცოდინება.

ისე, ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ ამ ოჯახში რაიმე კონფლიქტი იყო და რომ ეს კაცი ცოლზე ძალადობდა. რა მოხდა, არ ვიცი ჯერ. გზაში ვარ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ სოფელ კარაბულახიში ზულფუგარ მიქაილოვი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია.

(სპეციალურად საიტისთვის)