"ამ ფასად ჯერ კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი ისტორიულ კონცერტზე - კვირის პალიტრა

"ამ ფასად ჯერ კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი ისტორიულ კონცერტზე

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის გა­მოს­ვლა ნიუ-იორკში, კარ­ნე­გი-ჰო­ლის ლე­გენ­და­რულ სცე­ნა­ზე წლის და­სა­წყის­ში მთა­ვარ კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნად იქცა. ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, "ფორ­მუ­ლა­ზე" გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს­თან დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს იმ ემო­ცი­ებ­ზე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და აღი­ა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც "სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა" ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ დარ­ბაზ­ში მო­ი­პო­ვეს

კარ­ნე­გი-ჰო­ლის ის­ტო­რი­უ­ლი პრე­მი­ე­რა"ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ეს კონ­ცერ­ტი ჩვენ­თვის. ჯერ ერთი, კარ­ნე­გი-ჰოლი არის ერთ-ერთი პრეს­ტი­ჟუ­ლი და ცნო­ბი­ლი სცე­ნა მსოფ­ლი­ო­ში და ძა­ლი­ან დიდი პრეს­ტი­ჟია იქ გა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. თან, კარ­ნე­გი-ჰოლ­ში ჯერ ცეკ­ვა არ ყო­ფი­ლა არას­დროს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­ცეკ­ვა­ვო ან­სამ­ბლი იქ არ გა­მო­დის - ეგ სხვა ფორ­მა­ტის დარ­ბა­ზია. ამი­ტომ ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლად კარ­ნე­გი-ჰოლ­ში და კარ­ნე­გი-ჰო­ლის­თვი­საც პირ­ვე­ლად იყო სა­ცეკ­ვა­ვო დასი.

მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში სხვა­დას­ხვა ცეკ­ვე­ბი ტარ­დე­ბა, ნიუ-იორკ სიტი თე­ატ­რში, ბა­ლან­ჩი­ნის თე­ატ­რში - იქ ცეკ­ვე­ბის­თვის სხვა დარ­ბა­ზე­ბია, იქაც გა­მოვ­სულ­ვართ არა­ერ­თხელ, მაგ­რამ აი, ეს პირ­ვე­ლად კარ­ნე­გი-ჰო­ლის სცე­ნა­ზე ცეკ­ვა იყო პირ­ვე­ლი. ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ძა­ლი­ან ასა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.“

ანშლა­გი "ბოლო მო­მენ­ტამ­დე იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ემო­ცი­ე­ბით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნო კი­დევ ორ­გა­ნი­ზე­ბა ამ კონ­ცერ­ტის, სა­დაც ქარ­თვე­ლი გოგო იყო ჩაბ­მუ­ლი - სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სე­რობს უკვე წლე­ბია ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში.

მის­მა საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ამ გა­ა­კე­თა ეს წარ­დგე­ნა კარ­ნე­გი-ჰოლ­ში. სხვა­თა შო­რის, თა­ვი­დან თვი­თო­ნაც არ სჯე­რო­და, რომ ეს გა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ კარ­ნე­გი-ჰოლი ისე­თი დარ­ბა­ზია, მან რომ შე­ის­წავ­ლა ჩვე­ნი ის­ტო­რია - თუ სად ვართ გა­მო­სუ­ლე­ბი, რო­გორ დარ­ბა­ზებ­ში: ნიუ-იორკში ბროდ­ვე­ი­ზე, ლინ­კოლნ ცენ­ტრში, უამ­რავ სხვა დარ­ბაზ­ში ბა­ლან­ჩინ­თან ერ­თად, ბა­ლან­ჩი­ნის ბა­ლეტ­თან ერ­თად - ამი­ტომ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდნენ. რაც კი­დევ ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ ფა­სად ჯერ კარ­ნე­გი-ჰოლს ბი­ლე­თი არ გა­უ­ყი­დია, აქამ­დე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფასი იყო, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი ანშლა­გი.".

რო­ბერტ დე ნირო და მსოფ­ლიო ელი­ტა

გააგრძელეთ კითხვა