"რუსეთთან სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა შესუსტდა, საქართველო კი რუსეთს პოლიტიკურად უფრო მეტად დაუახლოვდა" - ფინეთის დაზვერვა
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, თუმცა მისი გავლენა შემცირდა. მან დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გარე მარეგულირებლის პოზიცია და რუსეთთან ორივე ქვეყნის ურთიერთობა შესუსტდა. მეორეს მხრივ, საქართველო რუსეთს პოლიტიკურად უფრო მეტად დაუახლოვდა, - ამის შესახებ ფინეთის სამხედრო დაზვერვის 2026 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მთავარი მიზანი - გლობალური გავლენის გაზრდა - უცვლელი დარჩა. მისი რეჟიმი დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხედ მიიჩნევს და ცდილობს დასავლეთის დასუსტებას უკრაინაში ომის, სხვა კონფლიქტებისა და ინსტრუმენტებად მტრული ჰიბრიდული გავლენის გამოყენებით.
„რუსეთის ყურადღება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა გადატანილი, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელსაც ის სხვა მიზნების ხარჯზე წინ მიიწევს. რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, თუმცა მისი გავლენა შემცირდა. მან დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გარე მარეგულირებლის პოზიცია და ორივე ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან შესუსტდა. მეორეს მხრივ, საქართველო პოლიტიკურად რუსეთს უფრო მეტად დაუახლოვდა", - აღნიშნულია დოკუმენტში.
"ინტერპრესნიუსი"