თვლის თუ არა თავს დამნაშავედ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური?! - ადვოკატის განმარტება - კვირის პალიტრა

თვლის თუ არა თავს დამნაშავედ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური?! - ადვოკატის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ბრალის დადგენილება ყოფილ მაღალჩინოსანს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განუცხადა, ილია ღუდუშაურს წარდგენილ ბრალთან მიმართებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, რადგანაც ელოდებიან საქმის მასალების გადაცემას.

"ბრალი წარუდგინეს 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმის მასალები ახლა უნდა გადმომცენ.მასალების გადმოცემის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით. ბრალის ფორმულირება ეხება ერთ-ერთ კონკრეტულ შესყიდვას ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით. თავს დამნაშავედ თვლის, თუ არა ამაზე ჯერჯერობით პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, ველოდებით საქმის მასალებს", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა