იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები დახურეს - კვირის პალიტრა

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა.

სააგენტოს განმარტებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა