"ემიგრაციაში იძულებით წავედი" - მულახელი დათო ნავერიანის გზა ფილადელფიამდე და კაფე ამერიკაში, რომლის ყველა თანამშრომელიც ქართულად მღერის - კვირის პალიტრა

"ემიგრაციაში იძულებით წავედი" - მულახელი დათო ნავერიანის გზა ფილადელფიამდე და კაფე ამერიკაში, რომლის ყველა თანამშრომელიც ქართულად მღერის

ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩანს ერთ-ერთი კა­ფეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქარ­თულ საკ­რა­ვებ­ზე რო­გორ უკ­რა­ვენ და მღე­რი­ან, ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და რომ არა ის, რომ ეს კაფე პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მღე­რი­ან და ისე­თი შეხ­მატ­კბი­ლე­ბა აქვთ, რომ მათი ვი­ნა­ო­ბის გარ­კვე­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ. მაშ, ვინ არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა მარ­ტო შრო­მო­ბენ, მთლი­ა­ნად კა­ფეს სივ­რცე­ში სა­ო­ცარ ცე­ცხლს ან­თე­ბენ? რო­გორ შე­იკ­რი­ბა ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თად ან რამ აქ­ცია ისი­ნი ემიგ­რან­ტე­ბად? - ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი მათ­გა­ნი - დათო ნა­ვე­რი­ა­ნი მოგ­ვიყ­ვე­ბა, რო­მელ­საც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მეს­ტი­ი­და­ნაა, კერ­ძოდ, სო­ფელ მუ­ლა­ხი­დან.

დათო ნა­ვე­რი­ა­ნი:

- ამ კა­ფეს მე­პატ­რო­ნე, ბა­ტო­ნი და­ვით ღვი­ნი­ა­ნი­ძე ოპე­რის მომ­ღე­რა­ლია და ამ სივ­რცეს სა­ხე­ლიც "კაფე მა­ესტრო“ - პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ურ­ჩია. სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლებს სიმ­ღე­რა არ გვიკ­ვირს და სტა­ფის წევ­რე­ბიც გარ­კვე­უ­ლი ნი­ჭით ვართ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი - ყვე­ლა ვმღე­რით, ვუკ­რავთ, ვცეკ­ვავთ... მე მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვარ. რა­ტომ­ღაც ასე ხდე­ბა ხოლ­მე, ჩემ ირ­გვლივ ყო­ველ­თვის ნი­ჭი­ე­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ახ­ლობ­ლო და სა­მე­გობ­რო იკ­რი­ბე­ბა. სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია...

ერთხე­ლაც, რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეც­ვლა მო­მი­წია, რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცი­ა­ზე ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­ღე - ერთ-ერთი გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძე, ვის­თან ერ­თა­დაც ვმღე­რი, ჩემი დიდი ხნის მე­გო­ბა­რია, მისი მეჯ­ვა­რე ვარ. მოკ­ლედ, სტა­ფი ასე მე­გობ­რე­ბით და ახ­ლობ­ლე­ბით და­ვა­კომ­პლექ­ტე.

კა­ფე­ში, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, თორ­მეტ სა­ათს ვა­ტა­რებთ, რად­გან რეს­ტორ­ნის სის­ტე­მაა ასე­თი, ვცდი­ლობთ, რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი პე­რი­ო­დუ­ლად შე­ვიმ­სუ­ბუ­ქოთ და თუნ­დაც სიმ­ღე­რით ცო­ტა­თი გან­ვიტ­ვირ­თოთ. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს ადა­მი­ა­ნი ხომ ღი­ღი­ნებს და ჩვენც სამ­სა­ხურ­ში სულ ღი­ღინ-ღი­ღინ­ში ვართ...

- კარ­გია, რომ თქვენს მშვე­ნი­ერ ნამ­ღერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­საც გვი­ზი­ა­რებთ... ამ კა­ფე­ში პი­რა­დად თქვენ რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- სა­ერ­თოდ, 22 წე­ლია სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში ვსაქ­მი­ა­ნობ. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. კა­ფეს მე­პატ­რო­ნემ, ბა­ტონ­მა და­ვით ღვი­ნი­ა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რია, სა­მუ­შა­ოდ და­მი­ძა­ხა.

- ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ბევ­რი ემიგ­რან­ტია, მათ შო­რის - ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტიც. ალ­ბათ ხში­რად გსტუმ­რო­ბენ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ემიგ­რან­ტია. ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან და ძი­რი­თა­დად სლა­ვუ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან: რუ­სე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან. გვსტუმ­რო­ბენ ისი­ნი, ვინც იცის ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ჩვენს ვი­ზი­ტო­რებს შო­რის ამე­რი­კე­ლე­ბიც არი­ან. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სულ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ვართ.

- რო­გორც მი­თხა­რით, მე­სა­მე წე­ლია, ამე­რი­კა­ში ხართ. რო­გორ აფა­სებთ უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბულ ამ პე­რი­ოდს? რა გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ გი­წევთ ყოფ­ნა?

- რო­გორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გქონ­დეს და ვინც არ უნდა გყავ­დეს აქ, მა­ინც ცა­რი­ე­ლი ხარ. ეს არის ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბა... როცა ტო­ვებ ფუ­ძეს, შენს სამ­შობ­ლოს, რო­მე­ლიც სი­გი­ჟემ­დე გიყ­ვარს, ტო­ვებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს - ოჯახს, დე­დას, უდი­დეს სა­მე­გობ­როს, აქ რამ­დე­ნი ახა­ლი მე­გო­ბა­რიც არ უნდა გა­ი­ჩი­ნო, რამ­დენ მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დაც არ უნდა ჩა­მოხ­ვი­დე, მა­ინც მარ­ტო ხარ...

შენი ძი­რი­თა­დი ატ­მოს­ფე­რო, გა­რე­მო იქ, სა­ქარ­თვე­ლო­შია... აქ ცხოვ­რე­ბის სხვა რიტ­მი და მუ­შა­ო­ბის სხვა სტი­ლია, ერთ დღეს ვერ ჩა­აგ­დებ. გაქვს ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სევ­და და ტკი­ვი­ლი ახ­ლავს. თან იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ შენს ქვე­ყა­ნა­ში უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა...

სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვინც ემიგ­რა­ცი­ა­ში რა­ღაც პე­რი­ო­დით მი­დის, ფიქ­რობს, რომ უკან დაბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა...

გააგრძელეთ კითხვა