"მოპარული" მასალით გაჩენილი შვილი და ქართველი ცოლი, რომელმაც მიხეილ ხუბუტიას იულია ვანის სკანდალი აპატია - რა მოხდა ტელეშოუში სტუმრობისას - კვირის პალიტრა

"მოპარული" მასალით გაჩენილი შვილი და ქართველი ცოლი, რომელმაც მიხეილ ხუბუტიას იულია ვანის სკანდალი აპატია - რა მოხდა ტელეშოუში სტუმრობისას

მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, 8-თვი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ სკან­და­ლურ აღ­სა­რე­ბას აბა­რებს. ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 2025 წლის აპ­რილ­ში „ნა­ჯა­ხით თავ­დას­ხმით“ და სის­ხლი­ა­ნი კად­რე­ბით და­ი­წყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად უფრო ბნელ და და­უ­ჯე­რე­ბელ დე­ტა­ლებს მა­ლავს. ცოლ-ქმა­რი მა­ლა­ხო­ვის შოუს სტუმ­რობ­დნენ.

სუ­რო­გა­ცი­ის ნაც­ვლად მო­ტყუ­ე­ბით და­ორ­სუ­ლე­ბა?

ხუ­ბუ­ტია იხ­სე­ნებს, რომ მო­დელ იუ­ლია ვან­თან (ნამ­დვი­ლი გვა­რი ივა­ნო­ვა) ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან­ვე ფი­ნან­სურ გა­რი­გე­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი. მო­დელ­მა მას ე.წ. „ბიზ­ნეს-პრა­ი­სით“ მი­მარ­თა: თვე­ში 1 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით $10,000), რაც 10 ღა­მეს, ორ ცეკ­ვა­სა და „გა­მო­ძა­ხე­ბით“ მომ­სა­ხუ­რე­ბას მო­ი­ცავ­და.

ამ ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლი ბავ­შვის გა­ჩე­ნის სა­კი­თხია. მას შემ­დეგ, რაც ხუ­ბუ­ტი­ამ და მის­მა მე­უღ­ლემ, ეკამ, შვი­ლი და­კარ­გეს, ეკა თა­ვად სთხოვ­და ქმარს, კი­დევ ერთი შვი­ლი სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით გა­ე­ჩი­ნათ. მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში ხუ­ბუ­ტი­ამ დახ­მა­რე­ბის­თვის იუ­ლი­ას მი­მარ­თა.

"მას უნდა დახ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. სწო­რედ მა­შინ დავ­შორ­დით, თუმ­ცა იან­ვარ­ში მი­თხრა: „მიშ, ორ­სუ­ლად ვარ“. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მა­სა­ლა თა­ვის­თვის შე­ე­ნა­ხა და და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე რე­ლი­გი­უ­რი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ - მო­მა­ტყუა, მაგ­რამ არ მი­ვა­ტო­ვე. ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს ჩემი შვი­ლი იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს ხვდე­ბო­და“, - ამ­ბობს ხუ­ბუ­ტია.

წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლი ჰყავს. მი­ხე­ი­ლის თქმით, მან იგ­რძნო, რომ შვი­ლის დე­და­ზე უნდა ეზ­რუ­ნა და იუ­ლი­ას სახ­ლი, მან­ქა­ნა და ბიზ­ნე­სი უყი­და, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ბავ­შვის მოვ­ლის გამო და­ი­წყო. ხუ­ბუ­ტია იხ­სე­ნებს, რომ მო­დე­ლი ცუდი დედა იყო და მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ იუ­ლი­ამ გო­გო­ნა ღა­მით სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვა, მათ შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"სა­ბე­დის­წე­რო ქალი" და და­ღუ­პუ­ლი მდი­და­რი მსხვერ­პლი

გააგრძელეთ კითხვა