2025 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 3 მლრდ ლარს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

2025 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 3 მლრდ ლარს გადააჭარბა

2025 წელს კომერციული ბანკები და მიკრობანკები 3 311 870 688 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში (დეკემბერში) 335.853 მლნ. ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2024 წელთან შედარებით 215 მლნ. ლარით. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ბანკების მოგება 2 976 017 379 ლარი იყო; ხოლო 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 3 096 809 151 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2025 წელს ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი წინა წელი „ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% (87.8 %) მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ბანკების/მიკრობანკების მოგება ასე გადანაწილდა:

„საქართველოს ბანკი“ – 1 630 529 575 ლარი;

„თიბისი ბანკი“ – 1 277 583 837 ლარი;

ლიბერთი ბანკი“ – 126 001 825 ლარი;

„ბაზისბანკი“ – 110 510 760 ლარი;„

კრედო ბანკი“ – 92 629 791 ლარი;

„ქართუ ბანკი“ – 38 347 532 ლარი;

„ტერა ბანკი“ – 30 904 772 ლარი;

„პროკრედიტ ბანკი“ – 28 724 116 ლარი;

„ხალიკ ბანკი“ – 22 227 988 ლარი;„

იშ ბანკ“ – 14 275 430 ლარი;

მიკრობანკი „კრისტალი“ – 13 663 719 ლარი;

„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 7 114 364 ლარი;

მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 5 598 101 ლარი; პაშა ბანკი საქართველო“ – 2 499 388 ლარი;

„პეივ ბანკი“ – 1 520 796 ლარი.

განაგრძე კითხვა