"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება" - თინა ბოკუჩავა
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული პირები პასუხისგებაში მიეცნენ.
„მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ უმნიშვნელოვანეს ასამბლეაში. დღეს ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი აქ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი ძალისხმევით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციებთან იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული და პასუხისგებაში იქნან მიცემული ის ადამიანები, ვინც გასცეს ბრძანება, ვინც შეასრულეს და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღეს ამ უმძიმეს დანაშაულში. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ომის დანაშაულად ითვლება საერთაშორისო სამართალში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ინტერპრესნიუსი"