"ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია - ვერ გეტყვით ჰელსინკის კომისიის სხდომის ან მოწვევა რა იყო, ან გადადება" - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია - ვერ გეტყვით ჰელსინკის კომისიის სხდომის ან მოწვევა რა იყო, ან გადადება" - შალვა პაპუაშვილი

მე ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს, ალბათ, ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის, შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგის ამინდის პირობების გამო გადადებას.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ ფაქტით, რომ ჰელსინკის კომისია „მოწმედ“ დონალდ ტრამპის მტერ ლორა თორთონს იწვევს, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს.

„ვერ გეტყვით ან სხდომის მოწვევა რა იყო, ან სხდომის გადადება რა იყო, თუმცა ერთი რამ კი თვალში საცემი იყო - როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ლორა თორთონი, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, ჩვენების მისაცემად იწვევ, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია ამ ფაქტით. აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტყუილების შემთხზველ ქალბატონ თორთონს იწვევ მოწმედ, შესაბამისად, მისი სანდოობა რამდენად შეიძლება იყოს სერიოზული კონგრესისთვის, ესეც კი მეტყველებს. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკური პარტიის წევრები, ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში, ვისთან საუბრობენ და ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მაგათი საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა