"მაია სანდუ შეუფერებელია თანამდებობისთვის" - ირაკლი ქადაგიშვილი - კვირის პალიტრა

"მაია სანდუ შეუფერებელია თანამდებობისთვის" - ირაკლი ქადაგიშვილი

მაია სანდუ მართლაც შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, მაია სანდუმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას მხარს დაუჭერს და შესაბამისად, „ასეთი ადამიანი ნებისმიერ დავალებას შეასრულებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ“.

"დავალება აქვს ასეთი და იმიტომ [გააკეთა ეს განცხადება]. ეს ადამიანი მართლაც შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი. ეს ადამიანი ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, თავის ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას და რუმინეთთან შეერთებას დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანი ნებისმიერ დავალებას შეასრულებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

ჩვენ ხომ მივეჩვიეთ, იმ სამყაროში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანი ყოველგვარი რეალური ანალიზის, მტკიცებულების გარეშე, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობით, ნებისმიერ განცხადებას აკეთებს, იმისათვის რომ გაბანკროტებული პოლიტიკური მდგომარეობა გადაარჩინოს და ვიღაცას ასიამოვნოს. ამ პერიოდში ვცხოვრობთ და ზუსტად ამ პერიოდის სახე არის, სამწუხაროდ, მოლდოვის პრეზიდენტი," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა