"დრო იწურება!..იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება " - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"დრო იწურება!..იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება " - დონალდ ტრამპი

იმედია, ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაჯდება და სამართლიან შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე - დრო იწურება! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა