"ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან - თითები სასხლეტზე აქვთ" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან - თითები სასხლეტზე აქვთ - დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ჩვენი საყვარელი მიწის, ზღვისა და ჰაერის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„12-დღიანი ომისგან მიღებულმა ღირებულმა გაკვეთილებმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო ძლიერად, სწრაფად და საფუძვლიანად ვუპასუხოთ“, - აცხადებს ირანი.
მისი თქმით, ირანი ყოველთვის მიესალმება ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას და მას ბირთვული იარაღის მოპოვება არასდროს უცდია.
"ინტერპრესნიუსი"