რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის ნგრევა და მსხვერპლი
რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსებმა ვოლნიანსკში კერძო სახლებზე დრონებით იერიში მიიტანეს. სახლები განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.
"ინტერპრესნიუსი"