შემცირდება თუ არა სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შემდეგ?! - მინისტრის განმარტება - კვირის პალიტრა

შემცირდება თუ არა სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შემდეგ?! - მინისტრის განმარტება

დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა - ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, არც სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები არ შემცირდება.

ასევე, მიქანაძის განცხადებით, გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტის სახელი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას. ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს", - განაცხადა მინისტრმა

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა