"რა მოსწონთ ჩინელ ტურისტებს დიდად ვერ გავიგეთ...თავიანთი ე.წ. სუპებით ჩამოდიან და..." - შალვა ალავერდაშვილი - კვირის პალიტრა

"რა მოსწონთ ჩინელ ტურისტებს დიდად ვერ გავიგეთ...თავიანთი ე.წ. სუპებით ჩამოდიან და..." - შალვა ალავერდაშვილი

„რა მოსწონთ ჩინელ ტურისტებს დიდად ვერ გავიგეთ, თუმცა უფრო მეტი ბრუნდება და ეს გვაძლევს იმედს, რომ მოსწონთ“,- ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროებს ტურისტების ყველაზე დიდი ზრდა აზიის ქვეყნებიდან აქვთ. თუმცა, კვების ნაწილში ისინი ძირითადად საკუთარი ქვეყნის სამზარეულოზე არიან მიჯაჭვულნი.

„რა მოსწონს ჩინელ ტურისტებს დიდად ვერ გავიგეთ, თუმცა უფრო მეტი ბრუნდება და ეს გვაძლევს იმედს, რომ მოსწონთ.

ჩვენთან ჩინელი ტურისტები რომ ჩამოდიან, მათ შორის ერთმა კაცმა მაინც თუ იცის ენა, უკვე ძალიან კარგია. ჯგუფის ლიდერად წარმოაჩენენ და გადმოგვცემენ იმას, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენ მაქსიმალურს ვუკეთებთ და მინიმუმ, ჩვენი მცდელობა მოსწონთ, რომ მოვერგოთ ამ ბაზარს.

მეორე, ვცდილობთ შევუქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ ჩვენზე დამოკიდებული. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ჩამოდიან მოაქვთ თავის ე.წ სუპები, ერთჯერად კონტეინერებში, რისთვისაც სჭირდებათ მდუღარე წყალი. ვიცით, ჯგუფი რომ უნდა შემოვიდეს, ყველა ცალ-ცალკე დარეკავს, ამიტომ იმ პერიოდის გამავლობაში, სანამ ეს სტუმრები იქ არიან, სამზარეულოსთან, რესტორნის სივრცეში, მდუღარე წყალი, საღამოსაც, ყოველთვის იქ არის. ეს ხალხი თვითონ მიდის, თვითონვე იკეთებს თავის სუპს. იგივეა ტაილანდელ სტუმრებთან მიმართებითაც. ეს ყველაფერი მოდის გამოცდილებიდან და ჩვენც ვსწავლობთ.

7 დღიდან ერთი, მაქსიმუმ ორი დღე, ქართულსაც ჭამენ, თუმცა თავის სამზარეულოზე არიან მიჯაჭვულები.

რაც შეეხება ინდოელებს, უკვე იმდენი მზარეული ჩამოიყვანა კერძო სექტორმა და იმდენი რესტორანი გაიხსნა მარშრუტებზე, რომ - მიდის და გზაში რა შეჭამოს, ეს პრობლემა აღარ არის. მაგალითად, გუდაურში ზუსტად ვიცი, სად უნდა გავაჩერო, ინდურ სამზარეულოს სად მიირთმევს, მერე გააგრძელებს გზას და ა.შ“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

განაგრძე კითხვა